
იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და ზოგიერთ ადგილზე რამდენიმე ათეულიც კი იყო, ჯამურად, ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში მოქმედი მოდელის მიხედვით, „მწვანე ზონაში“ მანამ ვიქნებით, სანამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ას ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ათს არ აღემატება. დღეს ეს მაჩვენებელი 8-ს შეადგენს.
„ყვითელი ზონაა“, როცა უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტად დავიცვათ რეგულაციები, განსაკუთრებით, როცა თავშეყრის ღონისძიებებთან მიმართებაში ეს არის ათიდან ოცდაათამდე ახალი შემთხვევების რაოდენობა ასი ათას მოსახლეზე ორი კვირის განმავლობაში. თუ ეს გადააჭარბებს დაუშვათ ოცდაათს, შემდეგ უკვე არის განგაშის შედარებით მაღალი ზონა, რაც საჭიროებს ღონისძიებების უფრო მეტად გამკაცრებას“, - განმარტა გაბუნიამ.