რეზონანსი
08.09.2020

თბილისიდან კახეთში ჩასული მედიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის საავადმყოფოში სპეციალურად გამოყოფილი სამედიცინო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ მოძიებულია ინფიცირებულთან დაკავშირებული 19 კონტაქტი.

„ყველა ახლო ნათესაური კავშირია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. უკვე აღებულია ბიოლოგიური მასალა, რომელიც გავაგზავნეთ თბილისში. ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირდა, არ განიხილება კახეთის შემთხვევად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×