რეზონანსი
08.09.2020

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

სასტუმროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, თამუნა ჯიჯიხიას თქმით, ინფიცირების შემთხვევა ბათუმის ცნობილ კლასტერს უკავშირდება.

ოთხ თანამშრომელს, ვინც უშუალოდ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, კვლევა უტარდება.

მოგვიანებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა რომ პირი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი შტატში რიცხული თანამშრომელი არ არის და მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირს ჩაუტარდა ტესტირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×