რეზონანსი
08.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას ბრალდებულების ადვოკატები ეხმაურებიან. მათი თქმით, დასკვნა ადასტურებს, რომ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდებულების დნმ პროფილი არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე.

,,გარდაცვლილის სხეულზე, ტანსაცმელზე, ჩანთაზე არანაირი დნმ პროფილი არ აღმოჩნდა იმ ბრალდებულების, ვისაც ბრალად აქვთ შერაცხული 109-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა და აღნიშნული ადასტურებს, რომ ტანსაცმელზე, ფრჩხილზე და ა.შ. იქ არსებული კვალი არ ემთხვევა ბრალდებულების დნმ-ის პროფილს,” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე, რომელიც არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ის დასტურდება რაზეც ადვოკატები მუდმივად საუბრობდნენ.

,,ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ ამ ხალხს გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონია. არჩილ გაგნიძემ მისი ტანსაცმელი ჩააბარა მეორე დღესვე, როდესაც ის პირველად გამოკითხეს. გაურეცხავ მდგომარეობაში” 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×