რეზონანსი
08.09.2020

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ერთ კვი­რა­ში იწყე­ბა სწავ­ლა, ეს არის მო­ბი­ლო­ბის კი­დევ ერთი ზრდა და ყვე­ლას მშო­ბელს ვთხოვ, რომ და­იც­ვან ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც უკვე გა­ცე­მუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სკო­ლის და­წყე­ბა გა­მო­იწ­ვევს მო­ბი­ლო­ბის მკვეთრ ზრდას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა, რად­გან ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ერთ კვი­რა­ში იწყე­ბა სწავ­ლა, ეს არის მო­ბი­ლო­ბის კი­დევ ერთი ზრდა და ყვე­ლას მშო­ბელს ვთხოვ, რომ და­იც­ვან ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც უკვე გა­ცე­მუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ - სკო­ლებ­ში მის­ვლას­თან, ბავ­შვის მიყ­ვა­ნას­თან, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი და წე­სე­ბის დაც­ვა. რამე თუ ეს არის მო­ბი­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ზრდა, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×