რეზონანსი
08.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, დღეს ოჯახი საქმის მასალებს არ გაცნობია. მან საგამოძიებო უწყებას გააცნო ოჯახის მოთხოვნები.

თეონა თამაზაშვილი 23 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში ამჯერად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ექსპერტების ჩართვას ითხოვს და აცხადებს, რომ თუკი ამ საქმის გამოძიება FBI-ის გამომძიებლების კომპეტენცია არ არის, მაშინ საქმეში ექსპერტები მაინც უნდა ჩაერთონ.

რაც შეეხება ოჯახის სხვა მოთხოვნებს, ისინი უცვლელია. კერძოდ, გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი ითხოვს, საქმის გამოძიების მასალებს დაემატოს სატელიტით გადაღებული ფოტოები, გასაჯაროვდეს პროკურატურის მიერ FBI-ში გაგზავნილი განცხადება და მათგან მიღებული პასუხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×