
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამომრჩეველს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე ვერ შევა.
„ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით. ასევე, ვმუშაობთ, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. საარჩევნო კომისიის წევრები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად მოხდება სააუბნო-საარჩევნო კომისიის შენობის სპეციალური ხსნარებით დამუშავება", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი