რეზონანსი
08.09.2020

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის ლალი ტუ­რძე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 3 პა­ცი­ენ­ტი­დან ერთი მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან მო­იხ­სნა.

ლალი ტუ­რძე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

„შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია. გონ­ზე არი­ან, ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი, კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სია, გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ არის. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ამ ეტაპ­ზე არ ემუქ­რე­ბა.

მარ­თვით სუნ­თქვი­დან ერთი სა­ერ­თოდ მოხ­სნი­ლია, 2 კი მარ­თვი­თი სუნ­თვის გა­მარ­ტი­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ალ­ბათ, სრუ­ლად მალე მო­იხ­სნე­ბი­ან",-გა­ნა­ცხა­და ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×