რეზონანსი
08.09.2020

კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს. ეს რეკომენდაციები გახლავთ: ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, ასევე თუ ვიკრიბებით გარკვეული რაოდენობით ადამიანები და დისტანციას ვერ ვიცავთ, გარეთაც პირბადის ხმარება. აუცილებელია დისტანციის დაცვა, ერთი მეტრი, მეტრ-ნახევარი და თუ არის საშუალება, კიდევ უკეთესი - ორი მეტრი. აუცილებელია სანიტარული წესრიგის დაცვა და ზოგადად, მონიტორინგის გამკაცრება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, მოქალაქე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეს 112-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×