რეზონანსი
08.09.2020

„რესტორანი „რესპუბლიკის" ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, დანარჩენი თანამშრომლების პასუხს კი ამ დრომდე ველოდებით"- ამის შესახებ „რესბუპლიკის" მენეჯერმა თაკო კვერნაძემ განაცხადა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, რესტორნის თანამშრომლებიც ვიმყოფებით იზოლაციაში"- განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.

როგორც თაკო კვერნაძემ აღნიშნა, რესტორნის დაკეტვაზე გადაწყვეტილება დროულად მიიღეს.

„რესტორანი დავკეტეთ პრაქტიკულად, როგორც კი ჩვენ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და მივმართეთ შესაბამის უწყებებს"- განუცხადა დაიჯესტს „რესუბლიკის" მენეჯერმა თაკო კვერნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×