რეზონანსი
08.09.2020

საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო, რომელიც ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ჩვენს რეგიონში, კვლავ შენარჩუნდა და ამისათვის ხელისუფლებამ უკანასკნელ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, რომელმაც საინვესტიციო გარემო შეაფასა.

კაკულიას განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიო ელოდება 40%-ის ფარგლებში ინვესტიციების შემცირებას, რაც ბოლო წლების კრიზისების ფონზეც კი უპრეცედენტოა, ასეთ დროს ქვეყანაში ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი ხელისუფლების ეფექტურ ძალისხმევაზე მიანიშნებს.

„ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოხერხდა საერთო სტაბილურობის შენარჩუნება. ამავდროულად, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებმაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი, რამაც მთლიანობაში უზრუნველყო ის შედეგი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ვფიქრობ, ობიექტურმა შემფასებელმა, ეს უნდა დაინახოს.

ამ ყველაფერმა ერთობლიობაში - მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და გონივრულმა წამახალისებელმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი გახადა, არსებული კრიზისის მიუხედავად, შენარჩუნებულიყო წლების განმავლობაში კონკურენტულ უპირატესობებად ჩამოყალიბებული სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობა", - განაცხადა რომან კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×