რეზონანსი
08.09.2020

„არ მგონია, მომავალ პარლამენტში მოხვდე და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ",- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალი პარლამენტი უაღრესად ცუდი და უვარგისი იქნება.

„ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" ბევრჯერ მოატყუა მოსახლეობა და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამათ ხელშია საარჩევნო ბერკეტები და ვხედავ, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ. არ მგონია, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდები და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ მომავალ პარლამენტში. ჩემი გათვლით პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ. მე უკვე ვხედავ ამას და იმასაც ვხედავ, რომ იმ პარლამენტს 4 წელი მუშაობა არ მოუწევს",- განაცხადა ადა მარშანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×