რეზონანსი
08.09.2020

კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„როგორც მითხრეს, ქალბატონი პროფესიით ექიმია და თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. იგი სტუმრად იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. მას შემდეგ, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მიაკითხა. ჩატარებულმა კვლევამ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურა", - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა დაუდასტურა.

ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევის, ჭედიას კლინიკის ექიმის კონტაქტს განეკუთვნება. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის

მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. ნ.ლ- ს კონტაქტი ჰქონდა მამასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს.

ამასთან, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კახეთში დღეიდან კვალავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის შესახებ მისცემს მითითებებს.

ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები კორონავირუსის დაინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×