
ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია, ამის შესახებ „პრაიმტაიმი" წერს.
„მნიშვნლოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია", - ამბობს „პრაიმტაიმის" წყარო.
ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.
„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს - როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები", - ყვება წყარო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი