რეზონანსი
08.09.2020

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის" მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა გვაქვს. საინტერესოა, რომ ეს ზრდა მოდის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი დარგი, გადამამუშავებელი დარგები, ისეთი დარგები, რომელსაც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით. ეს კვლავ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტურობას. ასევე საინტერესოა, რომ ქვეყნების მიხედვით კვლავაც ლიდერობს აშშ და ევროპული ქვეყნები. ეს არის ხარისხიანი ინვესტიციები, რომელსაც მოჰყვება არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და დასაქმება, ასევე ახალი სამეწარმეო კულტურა და ახალი ტექნოლოგიები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

„საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით. ნათია თურნავას თქმით, პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს და იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×