რეზონანსი
08.09.2020

თბილისში ძაღლთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თავშესაფარს აჩუქებს.

„ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!

თავშესაფარი მდებარეობს გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში, 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე.

შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.

გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა.

(ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან)

მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების შიმშილისგან გადარჩენა.

მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86."- წერს ელიზბარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×