რეზონანსი
07.09.2020

გორში ავარიის დროს ორი მოზარდი გოგონა დაშავდა.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ, როდესაც მათ მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

დაშავებულები გორის კლინიკურ და სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში დგინდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×