
კორონავირუსით ინფიცირების უცნობი წყაროების რაოდენობა 10-დან 15-მდე მერყეობს. ეს დაახლოებით, ერთი თვის, თვენახევრის საერთო მაჩვენებელია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. შესაბამის ვიდეოს პრესსამსახური ავრცელებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრი ყოველდღიურად იცვლება.
„ციფრი ყოველდღიურად იცვლება. მაგალითად, დილით რომ ვამბობთ - არის 34 შემთხვევა და 4 არის კვლევაში, შემდგომ დგინდება პირველწყარო და ციფრი იცვლება. მთლიანად თუ ავიღებთ - ბოლო ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში, საერთო ციფრი ე.წ უცნობი წყაროების, სადღაც 10-დან 15-მდე მერყეობს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.