რეზონანსი
07.09.2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით თუ არჩევნებზე კომისიის წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდება, მაშინ ეს მთელი კომისიის საკარანტინო სივრცეში განთავსებას გამოიწვევს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

„ცხადია, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვაქვს გარკვეული სარისკო ჯგუფების შესახებ ინფორმაცია შედგენილი და მიწოდებული ჯანდაცვის სამინისტროსთვის, საჭიროების შემთხვევაში, რომ ტესტირება მოხდეს. გვაქვს კენჭისყრის დღემდე სავალდებულო თერმოსკრინინგი კომისიის წევრებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და „ცხელების ცენტრებმა" უნდა მოახდინონ დროული გადამოწმება, რომ კომისიის წევრმა სხვა წევრებს პრობლემა არ შეუქმნას.

თუ კომისიის ერთი წევრი აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იწვევს მთელი კომისიის საკარანტინო სივრცეში განთავსებას, ვისთანაც შემხებლობა ჰქონდა, შესაბამისად, უნდა მოვიფიქროთ სარეზერვო კომისია, ე.წ. სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს კომისიას და არ მოხდება არჩევნების ხელშეშლა. ამის გეგმა ცესკოს აქვს. იმედი გვაქვს არცერთ უბანზე მსგავსი პრობლემა არ გვექნება. ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში კოვიდინფირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე სპეციალური დამცავი ფარებით და ხელთათმანებით იმუშავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×