რეზონანსი
07.09.2020

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ დღეს, 7 სექ­ტემ­ბერს, შავი ზღვის მთელს სა­ნა­პი­რო­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი ფიქ­სირ­დე­ბა, რის გა­მოც ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა სა­მაშ­ვე­ლო კოშ­კუ­რა­ზე აღ­მარ­თუ­ლია წი­თე­ლი ალა­მი, რაც ზღვა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვის დრო­ე­ბი­თი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

„გთხოვთ, და­იც­ვათ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ამ­კრძა­ლავ ნიშ­ნებს და და­ე­მორ­ჩი­ლოთ მაშ­ვე­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს. არ შეხ­ვი­დეთ წყალ­ში არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ან ნა­ბა­ხუ­სევ­ზე; და­უშ­ვე­ბე­ლია ბავ­შვე­ბის და მო­ზარ­დე­ბის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბა სა­ნა­პი­როს ზოლ­სა და წყალ­ში.

შტორ­მის ჩად­გო­მის შემ­დეგ, რო­დე­საც წყალ­ში შეს­ვლა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე აღი­მარ­თე­ბა თეთ­რი ალ­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×