
დახურულ სივრცეში, ერთი ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებელია მხოლოდ 10 კაცის შეკრება.თუმცა, ერთ მაგიდაზე მაქსიმუმ 6 ადამიანი უნდა ისხდეს. ღია სივრცეში, ერთ მაგიდაზე 12 ადამიანს შეეძლება განთავსება. ღია სივრცეში, ქორწილის ან ქელეხის გამართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 200 კაცის განთავსება.
მონიტორინგი მკაცრდება, რაშიც ჩაერთვება შსს და მოხდება ობიექტების შემოწმება.
იმ შემთხვევაში თუ ობიექტი გეგმავს დღესასწაულს, რომელიც აღნიშნულ რეგულაციებს არ ექვემდებარება, შესაბამისი უწყებისგან გაფრთხილდება, გამართვის შემთხვევაში კი დაჯარიმდება.
განმეორებითი შემთხვევის დროს სისხლის სამართლებრივ დევნა დაიწყება.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი