რეზონანსი
07.09.2020

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარებისას კონტროლი გამკაცრდება. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო თვეებში, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ხალხმრავალი ქორწილები ჩატარდა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების წყარო გახდა. 

"აუცილებელია, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალზედ დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს. ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×