რეზონანსი
07.09.2020

საკარანტინო სივრცეებში ყოფნის დღეების რაოდენობა 14-დან 8 დღემდე შემცირდება- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდიონაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, 8 დღის შემდეგ უცხოეთიდან შემოსულმა ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ PCR-ტესტირება, მე-9 დღეს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს, 12 დღის თავზე კი მათ განმეორებითი PCR-ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

„ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×