რეზონანსი
07.09.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისის თვეში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 28 196 ერთეული, რაც 5 837 ერთეულით  ანუ  26,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 166 367 ერთეული, რაც 15,2%-ით ანუ 21 944 ერთეულით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს საქართველოში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება  ტრანზიტად გამავალი სატვირთო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება  COVID- 19 პანდემიის პირობებში, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის უდაოდ დადებითი მოვლენაა, ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, დადებითად მოქმედებს დიზელის საწვავისა და საავტომობილო ზეთების  რეალიზაციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×