რეზონანსი
07.09.2020

ირანში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ირანის სეისმოლოგიურ სამსახურში ამბობენ, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში ღამით მოხდა.

სტიქიის სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 11 სოფელში 700 სახლი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×