რეზონანსი
07.09.2020

6 სექტემბერს გორში, უბედურ შემთხვევას 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა ნასვამი იყო.

აგრეთვე, მოზარდი, დროებით სხვასთან იყო მინდობით აღზრდაში. მამას ის სახლში რამდენიმე დღის წაყვანილი ჰყავდა.

გარდაცვლილი ბიჭის, მამა 49 წლის ზაზა ნოზაძეა. ავტოავარიის შემდეგ, მან არ იცოდა, რომ შვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა. სავარაუდოდ, ავარია სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×