რეზონანსი
07.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ანა გაბეჩავა დაიკითხება. ბრალდების მოწმის სტატუსით 18 ივნისს იუბილარი 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვის პროცესზე უპასუხებს მხარეების კითხვებს.

მათ შორის, განმარტავს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ვერსია, რომ ის უკვე დაკავებულ პირებს სთხოვდა 15 ათას ლარს ჯარიმისთვის.

სასამართლო სხდომაზე მის დაკითხვას წინ უძღოდა ანა გაბეჩავას რამდენიმე ვიზიტი პროკურატურაში და შეხვედრა საქმის გამომძიებლებთან. სხდომაზე დაკითხვა სამ საათზე დაიწყება.

როგორც ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აღნიშნავს, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს, რომ ძალადობა შაქარაშვილზე განხორციელდა.

"ტელევიზიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში საუბარი არ არის ვინმეს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, საუბარი მაქვს შაქარაშვილის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არის უსაფუძვლო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ აქვს 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილთან შეხება არ ჰქონია მას,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს, ასევე, მისი თქმით, ეს ვიდეოჩანაწერები არავითარ ახალ გარემოებას ნათელს არ ჰფენს.

"გავრცელებული ინფორმაცია 15 000 ლართან დაკავშირებით ჩემი ინტერესის სფერო არ არის. გაბეჩავასთან მთავარი კითხვები მექნება გიორგი მერაბიშვილთან დაკავშირებით. ეს ვიდეოჩანაწერებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ არ არის. მე ამ ჩანაწერებში ვერაფერი დეტალი ვერ ვნახე რაც წარდგენილ ბრალს დაადასტურებდა,"- განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×