რეზონანსი
07.09.2020

უკიდურესად მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვს შემოყვანისას მრავლობითი მოტეხილობები სხეულის თითქმის ყველა არეში აღენიშნებოდა. 

როგორც კლინიკის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გიორგი არაბიძე აცხადებს, ამ ეტაპზე, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, აქვს ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს ამ ტრავმული დაზიანებების გამო", - განაცხადა არაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×