რეზონანსი
07.09.2020

აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევაა. ინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტებია, ორის წყაროა კი უცნობი.

კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი კვების ობიექტის თანამშრომელს. კაფე დახურულია და ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ერთი შემთხვევა დადასტურდა რეფერალურ საავადმყოფოში, პაციენტმა ვირუსისთვის დამხასიათებელი ჩივილებით კლინიკას თავად მიმართა. სპეციალისტების ამბობენ, რომ საავადმყოფოში დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ჯამში აჭარაში 88 პაციენტია, ერთი კი გამოჯანმრთელდა.

კარვებში 400-მდე ტესტია აღებული, 150-მდე კი კლინიკაში და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. მათ შორის არის ე.წ ხოფის ბაზრობაზე ერთ-ერთ მოვაჭრის ნიმუშიც, რომელიც საეჭვო სიმპტომებით კარანტინშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×