რეზონანსი
07.09.2020

ინფიცირებული პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოვლენა მერვე დღეს ხდება, თუმცა ჯერ კარანტინის დღეების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელძღვანელმა, მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებს საკარანტინო დღეების შესაძლო შემცირების შესახებ განუცხადა.

ექიმის თქმით, მერვე დღე არის ის დღე, როდესაც უნდა მოხდეს ინფიცირებულ პაციენტში კლინიკის გამოვლენა.

„პაციენტები კარანტინში იმყოფებოდნენ 12-14 დღის განმავლობაში და მეცამეტე დღეს კეთდებოდა კვლევა. ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადების ვიცით, რომ არის 14 დღე, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით გამოვლენა ხდება 6-8 დღეში და ზუსტად ამაზეა გათვლა. მერვე დღე არის ის დღე, როდესაც უნდა მოხდეს ინფიცირებულ პაციენტში კლინიკის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ინფიცირებულებს, რომლებსაც კლინიკა გამოუვლინდებათ, მათ ადრე ჩაუტარდებათ ტესტი, მაგრამ მათი, ვისი კლინიკაც გამოვლენილი არ იქნება, ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობით გამოვლენა ხდება მეექვსე-მერვე დღეს. თუმცა, დღეს ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×