რეზონანსი
07.09.2020

გრაცის „შტურმა” ევროპულ სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური მატჩი „კაფბენგერგთან“ ჩაატარა და ანგარიშით 5:0 მოიგო. ამაში არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა ოთარ კიტეიშვილის თამაში.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გრაცელთა ქართველი ლეგიონერი ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიძახა. მაგრამ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა და ვერ მოდიოდა.

ამის ფონზე 24 წლის ფეხბურთელის ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩენა მოულოდნელი იყო, „შტურმის“ ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. როგორც ჩანს, კიტეიშვილმა კორონავირუსი მოირჩინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×