
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ინტერვიუში რამდენიმე საკითხთან ერთად დეა კაპანაძისა და თამარ ბაჩალეიშვილის ურთიერთობასაც ეხება:
"არც ერთი კლასელი არ ამბობს, რომ თამუნას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. დეას ჩვენებებსაც გამოვაქვეყნებ - ერთში ამბობს, სუიციდის მცდელობა ჰქონდაო, მეორეში, კლასელმა მითხრაო. კაპანაძეს ხუთი ჩვენება აქვს, სულ სხვადასხვანაირი.
იმაზე რატომ არ ლაპარაკობს დეა, თამუნას ფულს ვარიცხვინებდიო. ათასები არ ვიცი, მაგრამ თამარი 100 და 200 ლარს პერმანენტულად ურიცხავდა, იქნებ 40 ათასი ქეშადაც გამოუტანა? დეა მეგობარს ძროხასავით წველიდა.
არ მჯერა გამოძიების ვერსიის, დადონ სატელიტის მასალები - ფოტოები და მერე დავიჯერებ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" რამიშვილმა.
წყარო: კვირის პალიტრა