რეზონანსი
07.09.2020

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე „თეთრ ისარზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფმა იაკრობ ბრეგაძემ სიმართლე უნდა თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინვალიდის ეტლების ყიდვა მოუწევთ.

„მე არავის არ მოვკლავ, იმიტომ რომ ხალხი არის, რომელიც ამას გააკეთებს, „თეთრი ისარი“. მოკლავენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამირხანაშვილზე ვთხოვე, რომ პატარა ბიჭია თავი დაანებეთმეთქი და მითხრეს ეგ შენი გადასაწყვეტი არ არისო. ვურჩევ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფს ან სიმართლე თქვან, ან კიდევ ინვალიდის ეტლები იყიდონ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხანდახან უფეხებოდ რჩებიან,“ - განაცხადა ხომასურიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×