რეზონანსი
06.09.2020

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კა­რან­ტი­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა შემ­ცირ­დეს.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, 12-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი 8 დღემ­დე შემ­ცირ­დეს.

„კა­რან­ტი­ნი 14 დღი­დან 12 დღემ­დე შემ­ცირ­და, ახლა რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მია და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, იგი­ვე 8 დღე და შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბა, ან კი­დევ სხვა მიდ­გო­მე­ბი. გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუკი შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა და­ფიქ­სირ­დე­ბა, რამ­დე­ნად არის ამის­თვის ქვე­ყა­ნა მზად, გამ­ყრე­ლი­ძე პა­სუ­ხობს, რომ „სის­ტე­მა დღეს ბევ­რად უკე­თე­სად არის მზად, ვიდ­რე ეს იყო თე­ბერ­ვალ­ში, მარტსა და აპ­რილ­ში“, თუმ­ცა, იქვე დას­ძენს, რომ „ამ ქვე­ყა­ნა­ზე იდე­ა­ლუ­რი არა­ფე­რია“.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა შე­ე­გუ­ოს კო­რო­ნა­ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×