რეზონანსი
06.09.2020

დეა კაპანაძის ჩვენება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ჩემი და ნებისმიერი სხვა ადამიანის შეფასებითაც, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ყველაფერს, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მისი ჩვენებებიდან გამოვყოფ რამდენიმე ფაქტს. როდესაც ის პირველ დაკითხვაზე იყო, იქ საერთოდ არ ყოფილა თვითმკვლელობის ფაქტებზე საუბარი. შემდეგ ჩვენებებში მას ეს აქვს დაფიქსირებული. მას და თამარს ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა და პირველ დაკითხვაზე საინტერესო ფაქტია მისი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ის აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირად უპასუხა: რომ რადგანაც თამარი იყო ძალიან გულჩვილი და ამავდროულად, ძალიან მშიშარა ადამიანი, როგორც მისი მეგობარი, გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით ან დახმარების მიზნით, თამარი წასულიყო თავისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში კი, თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო მამაკაცი. ანუ, ამ შემთხვევაში, დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსანი და ძალიან ახლობელი, რასაც ჩვენ დღემდე ვამბობთ. თუ არ იქნება გამოთხოვილი და აღდგენილი სატელეფონო ზარები, WhatsApp-ის ლოკაციები, საიდანაც ხდებოდა მძინარე გოგონას გაღვიძება... თვით მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ გამორიცხული იყო, შინაარსობრივად, შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე, ვინმეს თამარი სახლიდან გაეყვანა“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×