რეზონანსი
06.09.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საკონდიტრო "დონას" კლასტერიდან ინფიცირებულების გამოვლენა ნელ-ნელა რთულდება და ამ მხრივ, მომდევნო ორი კვირა კრიტიკული იქნება

„ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერი იმდენად გაფართოვდა, რომ მათ კიდევ თავიანთი კონტაქტები ეყოლებოდათ და მოკლე პერიოდში ყველა კონტაქტის მოძიება და შესწავლა ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ დაველოდოთ კონტაქტირებულ პირებთან ინფიცირებულების გამოვლენას. მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერის შემთხვევების აღმოჩენა,“ - ამბობს გაბუნია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×