რეზონანსი
06.09.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში მოსახლეობა ქორწილების გადახდას უნდა მოერიდოს.

გამყრელიძის თქმით, გურიის რეგიონში არსებული ვითარება სწორედ ქორწილს უკავშირდება .

"ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ პანდემიის და ეპიდემიის პირობებში, აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება. თავი უნდა შევიკავოთ...კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება ამას რა სჯობია, მაგრამ დროებით, სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან" - ამბობს გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×