რეზონანსი
06.09.2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული, 62 წლის ქალი დაბა ლაითურის მკვიდრია და ის იმ ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა.

კოვიდინფიციფრების შემთხვევა ე.წ. „ქორწილის კლასტერს“ უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ, ამ საკითხზე განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ გურიაში ინფიცირების სამი შემთხვევა იყო, ერთი კი დღეს დაემატა. მისივე განცხადებით, დაფიქსირებული შემთხვევები, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, თუმცა კვლევები ისევ გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×