რეზონანსი
06.09.2020

შაქარაშილის მკვლელობის საქმის ფიგურანტების ოჯახის წევრები, საკანში გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე შეფასებებს აკეთებენ.

ისინი ამბობენ, რომ ბრალდებულებმა ეს განცხადებები ემოციურ ფონზე გააკეთეს. ბრალდებულ ნიკა რევაზიშვილის ძმა აცხადებს, რომ პროკურატურა მათ ოჯახს მიზანმიმართულ ზიანს აყენებს.

"ეს ადამიანები ციხეში საუბრობენ საკუთარ უდანაშაულობაზე. წარმოიდგინეთ, როგორია უდანაშაულო ხარ და 17 წლით აღკვეთა გემუქრება. ყველა ცდილობს, რომ ჩვენ გაგვაბოროტონ. თუმცა ეს ასე არ მოხდება, ჩემს ძმასაც ამას მოვუწოდებ,"- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.

თავის მხრივ ზ.ხ-ს მამა კი ამტკიცებს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და არც უფიქრია, თუმცა აცხადებს, რომ თუ საქმე იქნება არაობიექტურად გამოძიებული, ე.წ "თეთრი ისარის" წევრებმა, არ არის გამორიცხული, რამდენიმე პირის ლიკვიდირება განახორციელონ.

„თეთრმა ისარმა“ მითხრა შენ გაჩერდი და ჩვენ მივხედავთ ამ საქმესო. მე წავალ ევროპაში, აქ რაც მოხდება მერე ნახავთ. თუ არასწორად გაასამართლეს, მერე ვნახოთ, რა მოუვათ, ხოლო თუ სწორად გაასამართლეს. მერე მე ჩავეხუტები,"- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×