რეზონანსი
06.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ციხის კადრები გუშინ ტვ "პირველმა" გაასაჯაროვა, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებული იუბილარ ანა გაბეჩავას ახსენებს და ამბობს, რომ გაბეჩავა მეორე დღეს დაკავებულებს შეხვდა. 

ასევე, ბრალდებული აცხადებს, რომ გაბეჩავამ მათ თანხა მოსთხოვა, რადგან, მისი თქმით, პანდემიის პირობებში წვეულების ორგანიზებისთვის ჯარიმდებოდა.

პირი, რომელიც თანამესაკნეებთან ანა გაბეჩავაზე საუბრობს, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

ანა გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე კი მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გაბეჩავა საქმის ფიგურანტებისგან ჯარიმის თანხას ითხოვდა. დღესვე განცხადება გააკეთა ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ.

"სრული სისულელე და გამოგონილი ამბავია, ანა გაბეჩავას არავისთვის არანაირი 15 000 ლარი არ მოუთხოვია. თუ გაგრძელდება ეს ცილისწამება ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეს პირი კი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის,"- განაცხადა ლიკა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×