რეზონანსი
06.09.2020

ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„გუშინ საღამოს შემცირდა კვლევების ტენდენცია ბულვარის კარვებში. 600-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, თუმცა, ასევე, ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში ტარდება კვლევები. ქვეყნის მასშტაბით, ყურადღებას იპყრობს რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი, რომელსაც გუშინ ერთი ინფიცირებული დაემატა,ასევე, გურიაში, ქვემობანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×