რეზონანსი
06.09.2020

ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი ბათუმში დასვენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ანა ამბობს, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით, მის დაბულინგებას 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ნათესავი ცდილობს.

„მომენტი როცა ჩემი ძმის ერთ-ერთი მკვლელის, კონკრეტულად ვახტანგ ჩიქოვანის დამცველი რაზმი ჩემ დაბულინგებას ცდილობს. აი როგორც მე „ვისვენებდი“ და რა მიზნითაც ვიყავი წასული იგივე მინდა გისურვოთ დიახ მე ბათუმში „ვისვენებ“ ჩიქოვანი გლდანში“, - წერს ანა შაქარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×