რეზონანსი
05.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სამთავრობო გუნდიც და ექიმებიც მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე კორონავირუსის შემთხვევების მატება არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის და არ მოითხოვს საგანგებო ზომებს, როგორიცაა ჩაკეტვა.

მისივე თქმით, ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია.

„თავიდან, როცა პანდემია იწყებოდა, მეტი იყო რისკის მოლოდინი, არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებებით განვითარდებოდა პანდემია და იყო საფრთხე იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას საქართველოში მასიური გავრცელების სახე მიეღო. ახლა მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენ, თუ რა შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. ამ გამოცდილების საფუძველზე, ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება ზოგიერთ ლოკალიზაციაზე, არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია და დღეში ორი, თუ სამი ათეული შემთხვევა არ წარმოადგენს კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას. ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სულ ორი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა", - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ბათუმში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×