რეზონანსი
05.09.2020

რა ვქნათ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ცოცხალი ადამიანები ვართ, ქართველები ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს, ვიდრე სკანდინავიელებს ან გერმანელებს, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც გასულ კვირას ქორწილში მყოფ ორ სტუმარს ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში კონტროლი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რომ იმაზე მეტი ძალა გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, რაც დიდ დისკომფორტს გამოიწვევს მოსახლეობაში.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ამას ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახერხებს. ოპტისმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია. ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას,რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×