რეზონანსი
05.09.2020

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხე-გოჯთან „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით, უჩვეულო ღონისძიებაა გამართული, სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

„ევროპული საქართველოს" სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა დამენიას თქმით, ღონისძიება პარტიის ორგანიზებით იმართება. როგორც დამენია აცხადებს ღონისძიებაზე ელოდებიან პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ პარტიის წევრებზეა გათვლილი.

ამ წუთებისთვის, მიმდინარეობს ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×