რეზონანსი
05.09.2020

შატილში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებულის, ხატია დევსურაშვილის მდგომარება სტაბილურია.

23 წლის გოგო გონზე მოვიდა, თუმცა მას საუბარი ჯერ არ შეუძლია. 

"ხატიას მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ლაპარაკით, ჯერ ვერ ლაპარაკობს. კონკრეტულად ჩვენც არ გვეუბნებიან, რა სახის დაზიანებები აქვს, ჯერ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, მთავარია, სტაბილურობა შენარჩუნდეს. ბევრს აინტერესებს ამ გოგონების ამბავი, მაგრამ მათი ოჯახები გაფრთხილებულია, რომ არაფერი თქვან, ინფორმაცია კონფიდენციალურია, შეიძლება დღეს ასეა მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიცვალოს, ამიტომ ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ექიმი ლევან რატიანი გაავრცელებს. იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ეტაპზე გოგო-ნების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხატია სტუდენტია, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად, რუსთავში "ბაგის" ფირმის მაღაზიებში პროვაიდერია. გოგონას მოგზაურობა ძალიან უყვარს, შატილში კი პირველად იყო", - ამბობს დევსურაშვილის ახლობელი.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×