რეზონანსი
05.09.2020

6-7 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია ორ ან სამბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ზოგიერთ ადგილში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

„6-7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე ორ ან სამბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×