
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქმეში არსებულ ჩვენებებს გაასაჯაროებს, რითიც დაამტკიცებს, რომ პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს.
რამიშვილი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარმა, დეა კაპანაძემ გამოძიებას რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, დეა კაპანაძის პირველი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა, მის კლასელს, ანა ჭანკვეტაძეს უთხრა და მას ამის შესახებ ინფორმაცია მისგან აქვს. თუმცა, შემდეგ კაპანაძემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ბაჩალიშვილმა თვითმკვლელობაზე არა კლასელს, არამედ პირდაპირ მას უთხრა.
"გამოძიება კი არ ეხმარება, გამოძიება იყენებს დეა კაპანაძეს, როგორც სურს და ცდილობს, გაამყაროს აზრი, ვითომ თვითმკვლელობაზე არის საუბარი და მაგ ჩვენებებს ზუსტად ნახავს სულ ყველა". - თქვა ადვოკატმა რამიშვილმა.