რეზონანსი
05.09.2020

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება.

"კატასტროფის ჯგუფმა შემოიყვანა ჩვილი. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდ ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას,"- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×