რეზონანსი
05.09.2020

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის უკვე წარსულის პოლიტიკა, შესაბამისად, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არის ახალ სახეებში, ახალ პროფესიონალებსა და ახალ ძალაში.

„მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის უკვე წასული პოლიტიკა, შესაბამისად, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას. თუ ვინმეს უნდა უკანა სვლით სიარული, მე ასეთი საქართველო არ მინდა. შესაბამისად, ჩვენი მომავალი არის ახალი სახეები, ახალი პროფესიონალები, ახალი იმედი და ახალი ძალა" ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×